ლიდერებმა სტუმრად იმძლავრეს

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის გუშინდელ სათამაშო დღეს დასავლეთის ლიდერები ისვენებდნენ, სამაგიეროდ აღმოსავლეთის ფავორიტებმა - "ბოსტონმა" და "ჩიკაგომ" ჩაატარეს მორიგი მატჩები და გამარჯვებები მოიპოვეს.

"ჩიკაგოს" პრობლემა არ ჰქონია "ვაშინგტონთან" გასვლით შეხვედრაში. "ხარებმა" რიგით 41-ე მოგებას დაცვაში შესანიშნავი თამაშის წყალობით მიაღწიეს - დედაქალაქურმა კლუბმა მეტოქეს მხოლოდ 77 ქულა ჩაუგდო. სხვათა შორის, ორი დღით ადრე "ჩიკაგომ" მხოლოდ 75 ქულა დააგროვებინა "მილუოკის". გუშინდელი მატჩის მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე "ბულზი" უკვე 21 ქულას იგებდა. ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ 28 ქულას მიაღწია, ხოლო "ჩიკაგოს"
ლიდერმა და MVP-ის პრიზის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა დერიკ როუზმა 21 ქულა და 9 პასი მოაგროვა.

გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა სტუმრად "იუტას" წინააღმდეგ "ბოსტონ სელტიქსს". "ჯაზმა" ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი და ლიდერი დერონ უილიამსი დაკარგა და შესაძლოა, 2006 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდეს პლეი ოფში. რა თქმა უნდა, ამის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თებერვალში ამ გუნდმა მხოლოდ სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო. ამის გამო "იუტა" მეექვსე ადგილიდან მეათემდე დაეშვა.

"იუტას" რეაბილიტაციის საშუალება "ბოსტონთან" მატჩში მიეცა. "ჯაზმენთა" რიგებში პირველად ითამაშეს ახალწვეულებმა - დევინ ჰარისმა და დერიკ ფეივორსმა, სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ელ ჯეფერსონმა, მაგრამ "ბოსტონი" მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და 10:2 წაიყვანეს ანგარიში, მაგრამ ახალწვეულები "ბოსტონსაც" ჰყავდა და სწორედ ნენად კრსტიჩისა და ჯეფ გრინის დახმარებით სტუმრებმა ხანგრძლივი სპურტი (28:7) მოაწყვეს და კარგა ხანი ინარჩუნებდნენ კომფორტულ 8-10-ქულიან უპირატესობას. თუმცა "ბოსტონის" ექს-ცენტრი ჯეფერსონი ათამაშდა, რომელმაც უკვე დიდ შესვენებამდე გაიფორმა ორმაგი დუბლი (18 ქულა და 10 მოხსნა). მას პარტნიორებიც დაეხმარნენ და პირველი ტაიმი "ბოსტონმა" მხოლოდ სამი ქულით მოიგო - 56:53.

შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა. საფინალო სირენამდე ოთხი წუთი რჩებოდა და ტაბლოზე თანაფარდობა იყო - 94:94, მაგრამ საბოლოო სიტყვა  სტუმრების გამოცდილებამ თქვა. რეი ალენმა ორი სამქულიანი ჩააგდო, ერთი შორეული ტყორცნა გამოიყენა უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პოლ პირსმა, ბოლოს კი იმავე ალენმა კირილენკოს მხრიდან აქტიური დაცვის მიუხედავად ექვსი მეტრიდან ფანტასტიკური ბურთი მოათავსა კალათში. "ჯაზის" წინააღმდეგობა საბოლოოდ რაჟონ რონდომ გატეხა - 24 წამით ადრე ანგარიში 105:101 იყო. ეს წაგება "იუტასთვის" მეშვიდე იყო ბოლო რვა მატჩში.

ბოლო მატჩების გმირად გვევლინება ფინიქსელი ჩენინგ ფრაი, რომელიც გადამწყვეტი ტყორცნების სპეციალისტად გადაიქცა. წინა მატჩში "ინდიანას" წინააღმდეგ "ფინიქსის" ცენტრმა სირენასთან ერთად ჩააგდო ბურთი და თავის გუნდს გაამარჯვებინა. გუშინ კი ფრაიმ "ნიუ ჯერსის" ჩაუგდო სამქულიანი და "სანზს" ზედიზედ მეორედ მოაგებინა. თანაც ეს ორი ზუსტი ტყორცნა ოვერტაიმში შესრულდა. ფრაი გახდა პირველი მოთამაშე ბოლო ექვს წელიწადში, ვინც ზედიზედ ორი მატჩის დამატებით დროში შეასრულა გამარჯვების ტყორცნა.

კვირის მოთამაშეები

"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "ჰიუსტონ როკეტსის" ფორვარდი კევინ მარტინი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჰოვარდი გასულ კვირას საშუალოდ 30.3 ქულას (საუკეთესო შედეგი ლიგაში), 14.0 მოხსნასა და 3.3 დაფარებას აგროვებდა და თამაშიდან 67.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა. "სუპერმენმა" განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 25 თებერვალს "ოკლაჰომასთან" მატჩში - მის ანგარიშზე იყო 40 ქულა, 15 მოხსნა და 6 დაფარება. ჰოვარდი ზედიზედ 10 მატჩია მინიმუმ 20 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებს, რაც მის კარიერაში ყველაზე გრძელი სერიაა. დუაიტს კარიერაში 20-ქულიანი და 10-მოხსნიანი 200 მატჩი დაუგროვდა, მიმდინარე სეზონში კი ასეთი 37 შეხვედრა ჰქონდა. "სუპერმენი" მიმდინარე რეგულარულში მეხუთედ დასახელდა კვირის საუკეთესო მოთამაშედ.

დასავლეთში საუკეთესო მარტინმა თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა და საშუალოდ 27.3 ქულა (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 51.7 პროცენტი, სამქულიანები - 47.6). ჰიუსტონელი ზედიზედ სამ მატჩში აგროვებდა მინიმუმ 30 ქულას, რაც "როკეტსში" ტრეისი მაკგრეიდის შემდეგ არავის გაუკეთებია.


ჰოვარდის კვირა
23 თებერვალი. ორლანდო-საკრამენტო 111:105. 31 ქულა, 17 მოხსნა.
25 თებერვალი. ორლანდო-ოკლაჰომა 111:88. 40 ქულა, 15 მოხსნა, 6 დაფარება.
27 თებერვალი. ორლანდო-შარლოტი 100:86. 20 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა.

მარტინის კვირა
23 თებერვალი. კლივლენდი-ჰიუსტონი 119:124. 30 ქულა, 5 მოხსნა.
26 თებერვალი. ჰიუსტონი-ნიუ ჯერსი 123:108. 30 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი.
27 თებერვალი. ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 89:91. 33 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ჩენინგ ფრაი ("ფინიქსი") და მანუ ჯინობილი ("სან ანტონიო").


ნიუ ჯერსი-ფინიქსი 103:104 (ო)
23:26, 26:26, 15:17, 30:27, 7:8
ნ-ჯ: ლოპესი (28+10 მოხსნა), მოროუ (22), ჰემფრიზი (16+15 მოხსნა), უილიამსი (13+18 პასი+5 მოხსნა), აუთლო (10).
ფ: გორტატი (17+5 მოხსნა), უორიკი (16+7 მოხსნა), ლოპესი (14), პიეტრუსი (13), ნეში (10+15 პასი+6 მოხსნა), დადლი (10+5 პასი).

ვაშინგტონი-ჩიკაგო 77:105
20:25, 17:25, 20:28, 20:27
ვ: ბლეტჩი (15+11 მოხსნა), იანგი (14+5 მოხსნა), ჰოვარდი (10), უოლი (9+ 10 პასი).
ჩ: როუზი (21+9 პასი+5 მოხსნა), დენგი (21+5 მოხსნა), ნოა (19+11 მოხსნა), ბუზერი (12+10 მოხსნა), კორვერი (11+6 მოხსნა).

დენვერი-ატლანტა 100:90
21:25, 25:22, 25:23, 29:20
დ: სმიტი (19+7 მოხსნა), ფელტონი (16+7 პასი+5 მოხსნა), ჩენდლერი (15+5 მოხსნა), მარტინი (14+11 მოხსნა), ნენე (13+5 მოხსნა).
ა: ჯონსონი (22), ჰორფორდი (21+16 მოხსნა), უილიამსი (13), კროუფორდი (11), სმიტი (10+5 მოხსნა).

იუტა-ბოსტონი 102:107
21:30, 32:26, 22:23, 27:28
ი: ჯეფერსონი (28+19 მოხსნა), ჰარისი (19+5 პასი), კირილენკო (18), მილსეპი (17).
ბ: ალენი (25), პირსი (21+7 მოხსნა), რონდო (18+11 პასი), გარნეტი (16+14 მოხსნა), კრსტიჩი (11+5 მოხსნა).

საკრამენტო-კლიპერსი 105:99
29:29, 22:23, 27:31, 27:16
ს: ტორნტონი (29), უდრიხი (19+7 პასი+5 მოხსნა), კაპსი (15+8 მოხსნა), ტომპსონი (12), დალემბერი (8+10 მოხსნა).
კ: გრიფინი (27+12 მოხსნა), ფოიე (23), უილიამსი (16+5 პასი+5 ჩაჭრა), კამანი (12+5 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 58 43 15 74.1
2. მაიამი* 60 43 17 71.7
3. ჩიკაგო* 58 41 17 70.7
4. ორლანდო 60 38 22 63.3
5. ატლანტა 60 36 24 60.0
6. ნიუ იორკი 57 30 27 52.6
7. ფილადელფია 59 30 29 50.8
8. ინდიანა 58 26 32 44.8
9. შარლოტი 59 26 33 44.1
10. მილუოკი 58 22 36 37.9
11. დეტროიტი 61 22 39 36.1
12. ნიუ ჯერსი 60 17 43 28.3
13. ტორონტო 60 16 44 26.7
14. ვაშინგტონი 59 15 44 25.4
15. კლივლენდი 59 11 48 18.6

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 59 49 10 83.1
2. დალასი 59 43 16 72.9
3. ლეიკერსი* 61 42 19 68.9
4. ოკლაჰომა* 58 36 22 62.1
5. ნიუ ორლეანი 61 35 26 57.4
6. დენვერი 61 35 26 57.4
7. პორტლენდი 59 33 26 55.9
8. მემფისი 61 33 28 54.1
9. ფინიქსი 58 31 27 53.4
10. იუტა 61 32 29 52.5
11. ჰიუსტონი 61 30 31 49.2
12. გ. სტეიტი 58 26 32 44.8
13. კლიპერსი 61 21 40 34.4
14. საკრამენტო 57 15 43 25.9
15. მინესოტა 60 14 46 23.3

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.5
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.2
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 25.9
დუეინ უეიდი (მაი) 25.5
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 25.3
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.1
მონტა ელისი (გ-სტ) 24.9
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.8
კევინ მარტინი (ჰიუ) 23.3
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 23.2

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.5
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.8
ზაკ რენდოლფი (მემ) 13.1
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.5
პაუ გასოლი (ლეი) 10.4
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.8
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 9.5
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 9.4
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.2
ელ ჯეფერსონი (იუტ) 9.2

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 12.1
სტივ ნეში (ფინ) 11.4
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 10.0
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.6
ხოსე კალდერონი (ტორ) 9.1
ჯონ უოლი (ვაშ) 9.0
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
ჯეისონ კიდი (დალ) 8.3
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.3
რაჟონ რონდო (ბოს) 2.3
მონტა ელისი (გ-სტ) 2.3
მაიკ კონლი (მემ) 1.7
რეიმონდ ფელტონი (დენ) 1.7
რუდი გეი (მემ) 1.7
სტივენ კარი (გ-სტე) 1.7
ტონი ალენი (მემ) 1.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.7
ჯეისონ კიდი (დალ) 1.7

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.3
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.2
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.2
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.2
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.0
ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული