სპურმა ტონი დაკარგა

AutoSharing Option

ბოლო დროს რეგულარულ ჩემპიონატში გახშირდა ტრავმები და რამდენიმე გუნდი წამყვანი კალათბურთელის გარეშე დარჩა. ერთ-ერთია სეზონის ლიდერი "სან ანტონიო სპურსი", რომელსაც დაახლოებით 2-4 კვირა ვერ დაეხმარება ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი. მცველმა ორი დღის წინ "მემფისთან" მატჩში მიიღო დაზიანება. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, პარკერს კუნთი აქვს დაჭიმული.
ასე რომ, ტონი გამოტოვებს "სან ანტონიოს" გასვლით ტურნეს და ტექსასში შეუდგება ტრავმის მკურნალაბას.
მიმდინარე სეზონში პარკერის სტატისტიკა 17.1 ქულასა და 6.6 შედეგიან პასს შეადგენს.

* * *

ასეთე თავისი ლიდერის გარეშე დარჩა ლიგის უსუსტესი გუნდი
"კლივლენდ კავალიერზი". ანტუან ჯეიმისონმა "ფილადელფიასთან" მატჩში თითი მოიტეხა. ექიმებმა კალათბურთელს ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეიმისონი დაახლოებით თვენახევარი ვერ შეძლებს თამაშს. "კლივლენდს" პლეი ოფში გასვლის არანაირი შანსი არ აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი ანტუანისთვის დასრულებლად უნდა ჩაითვალოს.

წლევანდელ რეგულარულში ჯეიმისონი საშუალოდ 18.0 ქულასა და 6.7 მოხსნას აგროვებდა.

* * *

უიღბლოდ დაიწყო იტალიელი დანილო გალინარის კარიერა ახალ კლუბში - "დენვერ ნაგეტსში". მან "პორტლენდთან" მატჩში მარცხენა ფეხის ცერა თითი მოიტეხა და მინიმუმ ათი დღით გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს.
22 წლის ფორვარდი "დენვერში" 22 თებერვალს გაცვლის შედეგად გადავიდა. მანამდე გალინარი "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშოდა და იქ მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 15.9 ქულასა და 4.8 მოხსნას უდრიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული