NBA. კარგი ამბები ახალბედებისთვის

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და პროფკავშირებმა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შვიდი წელი იქნება ძალაში.

მხარეებს ახალი ხელშეკრულება ხუთშაბათამდე უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ დედლაინი 13 იანვრამდე გადაიტანეს.

გარიგების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაში იქნება პუნქტები, რომელიც დაეხმარება კლუბებს - უფრო დიდხანს შეინარჩუნონ თავიანთი ვარსკვლავური მოთამაშეები.

ასევე მოსალოდნელია ხელფასების ზრდა: ახალბედათა კონტრაქტების მიხედვით, მოთამაშეები მიიღებენ 45 პროცენტით უფრო მეტს, ვიდრე წინა წლებში. ასევე გაიზრდება მინიმალური ხელფასი, ხოლო ჯამაგირის საშუალო რიცხვი ხუთიდან ცხრა მილიონ დოლარამდე
აიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული