მხარეებს ახალი ხელშეკრულება ხუთშაბათამდე უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ დედლაინი 13 იანვრამდე გადაიტანეს.
გარიგების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაში იქნება პუნქტები, რომელიც დაეხმარება კლუბებს - უფრო დიდხანს შეინარჩუნონ თავიანთი ვარსკვლავური მოთამაშეები.
ასევე მოსალოდნელია ხელფასების ზრდა: ახალბედათა კონტრაქტების მიხედვით, მოთამაშეები მიიღებენ 45 პროცენტით უფრო მეტს, ვიდრე წინა წლებში. ასევე გაიზრდება მინიმალური ხელფასი, ხოლო ჯამაგირის საშუალო რიცხვი ხუთიდან ცხრა მილიონ დოლარამდე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"