საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
რა გითხრათ? მეც ვიფანტაზიორე და სლოვენიასთან მოგების შემთხვევაში ვიძახდი ქულას გადავიყოლებთქო შემდეგ ჯგუფში. მარა დონჩიჩი იმ ჯგუფში მასე ხომ ჩარჩებოდა უქულოდ? ხოდა დინჩიჩი რომ ჯგუფში ჩატოვო ამ ნაკრებით არარეალურია. მოდით დავტკბეთ რაც გვაქვს და კმაყოფილები ვიყოთ. მე მახსოვს რომ ვიწვალეთ და ბ ჯგუფიდან მე-2 თუ მე-3 ცდაზე ამოვედით ა ჯგუფში. შემდეგ ვიწვალეთ და ევროპაზე მოვხვდით. ახლა ჩვეულებრივი რამე ევროპაზე მოხვედრა. მე ძალიან ვაკრიტიკებდი ჩვენებს როცა ისლანდიასთან თბილისში წავაგეთ და ასე წამოვედით მსოფლიოზე. ახლა ვინმეს ახსოვ ჩვენს და ისლანდიის გარდა ის წაგება? არავის! ჩვენ მსოფლიოზე ვართ და არა მარტო ვართ ჯგუფიდან გავალთ თუ ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტს არ წვაგენთ. ეს კი ძალიან ძალიან მაგარი რამე. იქედან ვერ გავალთ მარა იქ ჩარჩებიან ისეთი გუნდები როგორიც არიან ბრაზალია, ლიტვა ან საბერძნეთი, ალბათ ლატვია ვინც ნბა-ს ვარსკვლავებით გადაჭედილი საფრანგეთი ჩატოვა ჯგუფში. მგონი ძალინ მაგარი იქნება ჩვენი მიღწევა. ბოლო ბოლო მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქალაქის მოსახლეობის ხელა მოსახლეობაა საქართველო თავისი 3.7 მილიონი მოსახლით. აგერ ერთ კვირაში რაგბში მსოფლიოზე ვითამაშებთ. ხელბურთში ევროპაზე გავედით. ფეხბურთში ყაზახებს თუ თბილისში მოვუგებთ, ალბათ თურქეთი ჯგუფიდან გავა და საბერძნეთ ლუქსემბურგის გამარჯვებულს შევხვდებით. მჯერ ფეხბურთშიც გავალთ ევროპაზე. ვერავინ იტყვის ჩვენზე ფარჩაკები არიანო. მგონი ძალიან მაგრები ვართ და ვიამაყოთ ამით. ჩვენ 5 თამაშს ვითამაშებთ მსოფიოზე მე იმედი მაქვს. რამდენი ჩვენზე დიდი და მდიდარი ქვეყანა ვერ მოხვდა ამ ჩემპიონატებზე? მადლობა ბიჭებს. გამარჯება საქართველოს. დიდება საქრთველოს.
G.LA
19:30 28-08-2023
3
რა გიკვირთ ერთი, კიდე კარგად ათამაშებს ზუროსი ამ გუნდს, ქვეყანა იმას რომ ვერ მოახერხებ ერთი კლუბი მაინც ათამაშო თუნდაც ყველალე დაბალი დონის ტურნირზე, რა უნდა მოთხოვო მწვრთნელს, ნატურალიზებული რომ 36 წლის კაცი გეყოლება რაღა უნდა მოითხოვო, ბარემ გენადი კაპუსტინი ჩამოეყვანათ.DDD
ეეე
18:28 28-08-2023
3

სიახლეები პოპულარული