ესპანეთმა არგენტინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა 95:75 დაამარცხა.

გადამწყვეტ მატჩში ტურნირის ორი მართლაც საუკეთესო გუნდი შეხვდა - ნახევარფინალში ესპანეთმა ორ ოვერტაიმში ავსტრალიას მოუგო, ხოლო არგენტინამ - აშშ-ის მძლეველ საფრანგეთს.

თუმცა ფინალი დაძაბული ვერ გამოვიდა, ვინაიდან ესპანეთი თავიდანვე გაექცა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩინებულად გაისარჯა გამთამაშებელი რიკი რუბიო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია. სერხიო იულმა 15 ქულა ჩააგდო, მარკ გაზოლმა - 14 (7 მოხსნა, 7 პასი), რუდი ფერნანდესმა - 11 ქულა (10 მოხსნა).

24 ქულით მატჩის ყველაზე
შედეგიანი კალათბურთელი არგენტინელი გაბრიელ დეკი იყო, მისმა თანაგუნდელმა ლაპროვიტოლამ კი 17 ქულა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული