სენსაცია A ჯგუფში - დომინიკის რესპუბლიკამ იტალიის ნაკრები დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დომინიკის რესპუბლიკამ იტალიის ნაკრები 87:82 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ 1-ელი მეოთხედის შემდეგ დომინიკის რესპუბლიკა მეტოქეს მუდამ სჯაბნიდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, "მინესოტას" მსუბუქმა ფორვარდმა 24 ქულით, 11 მოხსნითა და 5 ასისტით ორმაგი დუბლი შეასრულა.

იტალიის შემადგენლობიდან მარკო სპისუმ თავი 17 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ამრიგად, A ჯგუფში 4 ქულით დომინიკის რესპუბლიკა გალიდერდა, მეორე ადგილს 3 ქულით იტალია იკავებს, ამავე ჯგუფში თბილისის დროით 16:00
საათზე ერთმანეთს ფილიპინებისა და ანგოლას ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

დომინიკის რესპუბლიკა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 29 აგვისტოს ანგოლას წინააღმდეგ გამართავს, იტალია ამავე დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
2,65 კოეფიციენტი როდის იყო სენსაცია?
ტარიელი
10:00 28-08-2023
0
Მეორე სენსაციამაც არ დააყოვნა- ლატვიამ საფრანგეთი ჩატოვა ჯგუფში!!! ვისაც კალათბურთი გიყვართ და ეს თამაშები გამოტოვეთ, გირჩევთ ორივე თამაშით ისიამოვნოთ: გერმანიაvsავსტრალია, საფრანგეთიvsლატვია! Მაგარი დღე იყო მსოფლიოზე!
მასტერს
19:53 27-08-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული