მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა 95:75 დაამარცხა.
გადამწყვეტ მატჩში ტურნირის ორი მართლაც საუკეთესო გუნდი შეხვდა - ნახევარფინალში ესპანეთმა ორ ოვერტაიმში ავსტრალიას მოუგო, ხოლო არგენტინამ - აშშ-ის მძლეველ საფრანგეთს.
თუმცა ფინალი დაძაბული ვერ გამოვიდა, ვინაიდან ესპანეთი თავიდანვე გაექცა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ჩინებულად გაისარჯა გამთამაშებელი რიკი რუბიო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია. სერხიო იულმა 15 ქულა ჩააგდო, მარკ გაზოლმა - 14 (7 მოხსნა, 7 პასი), რუდი ფერნანდესმა - 11 ქულა (10 მოხსნა).
24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არგენტინელი გაბრიელ დეკი იყო, მისმა თანაგუნდელმა ლაპროვიტოლამ კი 17 ქულა მიითვალა.