- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, სლოვენიამ ვენესუელა 100:85 დაამარცხა
ვენესუელამ თამაში კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 33:31 მოიგო, შემდეგ კი სლოვენია დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, რა თქმა უნდა, დონჩიჩი იყო, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო, მისი თანაგუნდელების ტობისა და პრეპელიჩის ანგარიშზე შესაბამისად 21 და 18 ქულაა. ვენესუელას ნაკრებიდან 16 ქულა სოხომ ჩააგდო.
28 აგვისტოს სლოვენია საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.