- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დომინიკის რესპუბლიკამ იტალიის ნაკრები 87:82 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 1-ელი მეოთხედის შემდეგ დომინიკის რესპუბლიკა მეტოქეს მუდამ სჯაბნიდა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, "მინესოტას" მსუბუქმა ფორვარდმა 24 ქულით, 11 მოხსნითა და 5 ასისტით ორმაგი დუბლი შეასრულა.
იტალიის შემადგენლობიდან მარკო სპისუმ თავი 17 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ამრიგად, A ჯგუფში 4 ქულით დომინიკის რესპუბლიკა გალიდერდა, მეორე ადგილს 3 ქულით იტალია იკავებს, ამავე ჯგუფში თბილისის დროით 16:00 საათზე ერთმანეთს ფილიპინებისა და ანგოლას ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დომინიკის რესპუბლიკა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 29 აგვისტოს ანგოლას წინააღმდეგ გამართავს, იტალია ამავე დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება.