- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88 დამარცხდა.
პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.
მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.
მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.
მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.
და ჯინჭარაძე..მაგარი კაცია..ვინ შრომობს ესე მოედანზე?! უნდა დაუფასდეს დარბაზის ოფლი და იღბალი მიეცეს..ეს სამი სამიანი ძალიან კარგი დასაწყისია თავდაჯერებულობისთვის.
მას შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა კონცენტრაცია დაკარგეს და - ვეღარც აღადგინეს, არადა სლოვენიაზწც ზემოქმედება მოგება თავისუფლად შეგვიძლია, როცა სერბეთის დამარცხებული გვყავს და საბერძნეთის.
რაც შეეხება დინჩინჩ- მარტო მას ასროლინებენ,თან მსაჯების მხარდაჭერას რომ მუდმივ ცდილობს (?!)
საჭირია მომავალში ასეთებიც გავითვალუსწინოთ- მომზადებულ ვიყოთ და ვენესუელას მ ო ვ უ გ ე ბ თ.2 თამაში წაგებული აქვთ და დაგეშილი გამოვლენ- 20 ქულით უნდა მოვუგით- ო, საჭიროა თავიდანვე აგრესიული თამაში- ძლიერი დაცვა- ფარზე დომინირებით ადგილი მივუჩუნოთ.
ჩვენი პრობლემაა მენტალური და ემოციური არასტაბილურობა და ნებისმიერ ნაკრებს დავამარცხებთ და მსოდლიოს 8 საუკეთესოში შევალთ.
რაც შეეხება ზუროს - მწვრთნელმა საქართველის ნაკრები მსოფლიოზე გაიყვანა, იმ სახელმწიფოს,სადაც შიდა ეროვნული ჩემპიონატის დონე აზიურსაც არ უტოლდება ( ვერც ერთი კლუბი ერთ გამარჯვებასაც ცერ ახერხებს) და ამ დროს... დადებით შეფასების და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ემოციები უნდა გააკონტროლოს.