მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში სერბეთმა კანადა 95:86 დაამარცხა
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა, "ატლანტა ჰოუქსის" მსროლელმა 23 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
კანადის ნაკრების ლიდერმა შაი გილჯეს-ალექსანდერმა 15 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სერბეთის მეტოქე ფინალურ მატჩში დღეს გამოვლინდება, მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა აშშ-ისა და გერმანიის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ტურნირის ფინალი 10 სექტემბერს გაიმართება.