ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge


კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში კანადამ აშშ 127:118 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე აშშ მეტოქესთან 3 ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა მიკალ ბრიჯისის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ანგარიში გათანაბრდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო დილონ ბრუქსი გახდა. "ჰიუსტონ როკეტსის" ახალწვეულმა 37 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მან მეტოქის ფარში 8-დან 7 სამქულიანი მოათავსა.

კანადელთა კიდევ ერთმა ლიდერმა შაი გილჯე-ალექსანდრემა
31 ქულა, 6 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

აშშ-ს ნაკრებიდან ენტონი ედვარდსმა თავი 24 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 16:40 საათზე, გერმანიასა და სერბეთს შორის გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე -10 გუნდი გამოყავთ და ისიც კი ნახევარფინალში გამოდის. არ აინტერესებთ ეს სანაკრებო კსლათბურთი და თქვენ რატომ ღელავთ?
დათო
22:56 10-09-2023
1
ამერიკას ყავდა 3 ნაკრები ჩაყვანილი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე
dato
21:47 10-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული