გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ სერბეთი 83:77 დაამარცხა.

გერმანიამ ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გაქცევას და პირველი ტაიმი ფრედ, 48:48 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ გერმანია უკეთ თამაშობდა და მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგო. ბოლო პერიოდში სერბეთმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება გერმანიას დარჩა.

28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დენის შრიოდერი გახდა, მისმა თანაგუნდელმა ფრანც ვაგნერმა
19 ქულა ჩააგდო (პლუს 7 მოხსნა და 2 პასი). სერბეთიდან 21 ქულა ალეკსა ავრამოვიჩმა ჩააგდო, 17 კი ბოგდან ბოგდანოვიჩმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარია, რომ რუსებს ეწყინათ. ძალიან ხშირად უნდა ეწყინოთ, იქნებ სულ ერთიანად დაუსკდეთ გულები.
ელიასი
11:46 11-09-2023
0
ყოჩაღ.მეტი რა ვთქვა.შრომა,ბრძოლა,თავდადება,ოცნება,სურვილი,დიდება.... ყოჩაღ ნემცებო.დაიმსახურეს და ძალაა?
გელა
23:57 10-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული