გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ სერბეთი 83:77 დაამარცხა.

გერმანიამ ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გაქცევას და პირველი ტაიმი ფრედ, 48:48 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ გერმანია უკეთ თამაშობდა და მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგო. ბოლო პერიოდში სერბეთმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება გერმანიას დარჩა.

28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დენის შრიოდერი გახდა, მისმა თანაგუნდელმა ფრანც ვაგნერმა
19 ქულა ჩააგდო (პლუს 7 მოხსნა და 2 პასი). სერბეთიდან 21 ქულა ალეკსა ავრამოვიჩმა ჩააგდო, 17 კი ბოგდან ბოგდანოვიჩმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართველო კალათბურთელებო, თურმე კალათბურთელმა ფარში ბურთის ჩაგდება უნდა იცოდეს, გაგიგიათ ესეთი რამე ? ნამდვილად გასაგიჟებელი ამბავია.....
7
აი ეს იყო კალათბურთი!!!!
ბექა
19:54 10-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული