![ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/2366e920c91f9d54522fb9766edab99c.jpg)
კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში კანადამ აშშ 127:118 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე აშშ მეტოქესთან 3 ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა მიკალ ბრიჯისის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ანგარიში გათანაბრდა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო დილონ ბრუქსი გახდა. "ჰიუსტონ როკეტსის" ახალწვეულმა 37 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მან მეტოქის ფარში 8-დან 7 სამქულიანი მოათავსა.
კანადელთა კიდევ ერთმა ლიდერმა შაი გილჯე-ალექსანდრემა 31 ქულა, 6 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
აშშ-ს ნაკრებიდან ენტონი ედვარდსმა თავი 24 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 16:40 საათზე, გერმანიასა და სერბეთს შორის გაიმართება.