18 წლამდე გოგონათა ნაკრები “ალვიკთან” დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე წრე, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარეობს, ქართველებისთვის ჯერჯერობით მოგების გარეშე არიან. ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შვედურ “ალვიკს” შეხვდა და 34:62 დამარცხდა.

ქართველებმა მხოლოდ მესამე პერიოდში ითამაშეს დამაჯერებლად. აღნიშნული მეოთხედი 13:13 დასრულდა, ხოლო დანარჩენ პერიოდებში შვედების უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვრისთვის არავის მიუღწევია. 8 ქულით ბომბარდირი ანა ქარსელაძე გახდა, ხოლო 7 ქულა გვანცა ბოჭორიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა და გადაერთო 5-8 ადგილებისთვის
საკვალიფიკაციო ეტაპში. პირველ მატჩს ქართველები დღეს, მეორე ჯგუფის მესამეადგილოსანთან გამართავენ, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა. მოგების შემთხვევაში საქართველო ხვალ მე-5 ადგილისთვის მატჩს გამართავს, ხოლო თუ წააგებს, მე-7 ადგილისთვის ითამაშებს.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული