ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში დაგეგმილ ევროპის ლიგის მეორე წრეში საქართელოს ნაკრებს შემდეგი მეტოქეები ჰყავს:
საქართველო – კალევი (ესტონეთი) 82:47
ალვიკი (შვედეთი) – საქართველო
საქართველო – ოლიმპი 97 (რუსეთი) 12:00, 9 დეკემბერი
ლულეა (შვედეთი) – საქართველო 17:30, 9 დეკემბერი
საქართველო – ლუბლინი (პოლონეთი) 12:30, 10 დეკემბერი
(მითითებულია თბილისის დრო)
საქართველოს ნაკრები ლატვიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკილოზ ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, გიორგი კორსანტია, ნიკოლოზ ლეონიძე, გიორგი ჯაფარიძე, ლუკა მაზიაშვილი, აკაკი ფიფია, ნიკა დარბაიძე, გიორგი კუჭავა.
“კალევთან” მატჩში შეუჩერებელი იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 20 წუთში 29 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 11 ქულით გამოირჩა დავით აფხაზავა.
ქართველები მორიგ შეხვედრას დღესვე, შვედურ “ალვიკთან” გამართავენ”. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით