საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც 8-10 ივლისს, ქალაქ ლევიცეში 5 გუნდი შეიკრიბება და ტიტულს გაითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგა მოიგო, თუმცა ახლა რომელ გუნდებთანაც მოუწევს ასპარეზობა, ისინი ქვედა დივიზიონს წარმოადგენენ.

ლევიცეში საქართველოს U20 ნაკრებთან ერთად შეიკრიბებიან – პოლონური “რადომი”, იტალიური “ოქსიგენი”, უნგრული “ფეჰერვარი” და ადგილობრივი “ლევიცე”.

ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

8 ივნისი: საქართველო – რადომი 15:00
9 ივნისი: ოქსიგენი – საქართველო 13:00
9 ივნისი: ლევიცე – საქართველო 20:00
10 ივნისი: საქართველო – ფეჰერვარი
13:00
(მითითებულია თბილისის დრო)

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებშიც არიან გამოძახებულნი, ტრავმების თავიდან არიდების მიზნით 20-წლამდელთა ნაკრებს ამ ეტაპზე არ დაეხმარებიან. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები სლოვაკეთში 10 კალათბურთელით გაემგზავრა.

Sportall.Ge

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომაც არა გიგი ??? სულ უთამაშებლობას არ ჯობია ????
მიშა63
17:07 07-06-2018
1
გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ კლუბებთან ნაკრების თამაში რაღაც არამგონია გამართლებული იყოს.
გიგი
15:19 07-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული