საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში ბელარუსი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – კლუბ „მგზავრების“ თავკაცი, ბუბა ბერიშვილი, რომელიც წინა ციკლში 16-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და ეს გუნდი „ბ“-დან „ა“ დივიზიონში გადაიყვანა.

16-წლამდელთა ნაკრების შარშანდელმა ბირთვმა 18-წლამდელებში გადაინაცვლა და მათ გაჰყვა მწვრთნელიც. ბერიშვილს ნაკრებში 20-ამდე კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული და ამზადებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩებისთვის, რომლებიც 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბელგიასთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ავსტრიასა და აზერბაიჯანთან ერთადაა. ჯგუფიდან 2 საუკეთესო პლეი ოფში გავა და გააგრძელებს
ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად, რადგან 18-წლამდელთა „ბ“ დივიზიონის მონაწილე 24 ნაკრებიდან მხოლოდ 3 საუკეთესოს ერგება მომავალ სეზონში ელიტაში ასპარეზობის საგზური.

აღნიშნული ტურნირისთვის მოსამზადებლად საქართველოს ორი ნაკრები ესტუმრა. ესენი არიან უკრაინა და ბელარუსი, რომლებიც საქართველოსთან ერთად 25-30 ივნისის პერიოდში ერთმანეთში 2-2 სპარინგ მატჩს გამართავენ. 25 ივნისს, ზაზა ფაჩულიას აკადემიაში საქართველო ბელარუსს შეხვდა და 75:65 დაამარცხა. ბუბა ბერიშვილმა 18 კალათბურთელი ათამაშა და მატჩის არსიც ეს გახლდათ – მწვრთნელს ის მოთამაშეები ენახა საქმეში, რომლებსაც ძირითად შემადგენობაში მოხვედრის ამბიცია აქვთ.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს 28 ივნისს კვლავ შეხვდება, ხოლო 29 და 30-ში უკრაინას დაუპირისპირდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი წარმატებული მწვრთნელი თუა ბერიშვილი ,დაენიშნათ ნაკრებში,მსოფლიოზე გაგვიყვანდა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული