U20. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 3 საკონტროლო მატჩს გამართავს და ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ გადავა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები ლატვიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. გუნდს 7 ივლისს შეუერთდება მე-12 წევრი - რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და საკმაოდ კარგი დებიუტიც ჰქონდა.

20-წლამდელთა ნაკრები ქალაქ კანდავაში დაბინავდება და 3 საკონტროლო მატჩს შემდეგ თარიღებში გამართავს:

6 ივლისი
საქართველო-ესტონეთი

7 ივლისი
ლატვია-საქართველო

9 ივლისი
საქართველო-ლატვია

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან პირდაპირ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის
B დივიზიონი გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი-ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს A დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული