საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი B დივიზიონშია და ელიტაში გადასასვლელად ტურნირზე საუკეთესო სამეულში მოხვედრა მართებს.
წლეულს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 13-დან 22 ივლისამდე უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო 5-გუნდიან D ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან:
13 ივლისი, 21:30 – პოლონეთი
14 ივლისი, 17:00 – კოსოვო
17 ივლისი, 19:15 – ფინეთი
18 ივლისი, 121:30 – პორტუგალია
* მითითებულია თბილისი დრო
თითოეული ჯგუფიდან
პლეი-ოფში 2 საუკეთესო გავა და გააგრძელებს საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას. ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: აზერბაიჯანი, ლატვია, ბელგია, ბელორუსი, მაკედონია
B ჯგუფი: ალბანეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ესტონეთი, ბულგარეთი, მოლდოვა
C ჯგუფი: ლუქსემბურგი, უნგრეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, სომხეთი
D ჯგუფი: საქართველო, ფინეთი, კოსოვო, პორტუგალია, პოლონეთი
საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი რეპორტაჟის ყურება შეგეძლებათ ფიბა-ს Youtube-ის გვერდზე.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით