საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო ოვერტაიმში 4 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის B დივიზიონში ჩატარებულ მეორე მატჩში კოსოვო დამატებით დროში 81:77 დაამარცხა.

დებიუტში ქართველები ამარცხებდნენ კოსოვოელებს, მაგრამ ბალკანელები არ გატყდნენ და მეთოდურად ანგარიშის შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დაწინაურებაც მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოსოვო საქართველოს 5 ქულით – 61:56 ამარცხებდა, თუმცა ქართველებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ოვერტაიმში კი ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება მოახერხა.

ჩვენს გუნდს ალექსანდრე ფევაძემ 25 ქულით ულიდერა. 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი
11 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები პირველ ტურში პოლონეთთან 58:59 დამარცხდა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 17 ივლისს ფინეთს შეხვდება.

altსაქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს 17 ქულით უგებდა და დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინმე ვინც მეტ ინფორმაციას ფლობთ მიპასუხეთ რა:ჩერქეზიშვილი აფხაზავას რომ ათამაშებს მთელი თამაში, ანდრონიკაშვილი არ ყავს ბულგარეთში თუ ტრავმირებულია?
Georgian
15 ივლისი 2018 02:28
0
სამარცხვინო მწვრთნელი და სამარცხვინო ნაკრები.4 ნომერი ხომ სულ აზრზე არ არის/ალბათ მწვრთნელის ახლობელია ან ლიუბიმჩიკი.
mamulo
14 ივლისი 2018 23:55
1
4 ნომერმა მთელი მატჩი მეტნაკლებად მორმალურად ჩაატარა,მაგრამ ბოლო 20 წამში ორჯერ ისეთი რამე გააკეთა,რომ მხოლოდ ის დაგამახსოვრდათ.მანამდე,როცა მეტოქე 5 ქულით გავიდა წინ,მეოთხე პერიოდში,ჩვენმა 23 ნომერმა ორ ბურთის ფლობაში ორჯერ მიაწოდა მეტოქეს შედეგიანი პასი და იქ აიღეს ის 5 ქულა,მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია,ბოლო დაგამახსოვრდათ.არა უშავს,ავად თუ კარგად გავიმარჯვეთ,ცოტას დაწყნარდებიან და იქნება შედეგიც დადონ.ყოველ შემთხვევაში ეს თამაში წინაზე უარესი არ იყო.
სოსო
15 ივლისი 2018 09:47
1
4 ნომერი ათამაშეთ ბოლნისის ნაკრებში (ან მარნეულში)
ის უვიცი მწვრთნელიც იქ გაუშვით. დარწმუნებ ული ვარ მისი ფავორიტი იქნება ის "კაალთბურთელი"...
ლადო
14 ივლისი 2018 22:21
0
ნაკრები ფედერაციის სახეა ... ბარდაგია ფედერაციაშიც და ნაკრებშიც ....
დათო რუსთავიდან
14 ივლისი 2018 21:53
1

სიახლეები პოპულარული