კორსანტიამ და მამუკელაშვილმა 14-14 ქულა ჩააგდეს, აფხაზავამა და ბაბილოძემ – 13-13, ანდრონიკაშვილმა – 12, ფევაძემ – 11, ჩეჩელაშვილმა – 10.
ამას გარდა კორსანტიამ 12-ჯერ მოხსნა ბურთი, მამუკელაშვილმა 10-ჯერ, ხოლო აფხაზავამ 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ჩვენი გუნდი 22 ივლისს ტურნირის მე-13 ადგილისთვის მატჩში ესტონეთსა და ჰოლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.