საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი 75:50 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანს შეხვდა და მეტოქე 25 ქულის სხვაობით – 75:50 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. ქართველებმა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და მოპოვებული გამარჯვებით აზერბაიჯანი ჯგუფში უკან მოიტოვეს. საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანელებთან დავით კაკუშაძემ ულიდერა, რომელმაც 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა და 6 პასი
მიითვალა.

საქართველოს ნაკრებმა 6-გუნდიან B ჯგუფში 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტურნირზე 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო. ადგილების განაწილება იმისთვისაა საჭირო, რომ B დივიზიონში მოასპარეზე 24 გუნდიდან ბოლო 3 ადგილის მფლობელი გამოვლინდეს, რომლებიც С დივიზიონში დაქვეითდებიან. ამიტომ, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება.

ხვალ, 2 აგვისტოს ტურნირზე დასვენებაა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე, A ჯგუფის ბოლოადგილოსან შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. განმარტებისთვის გაცნობებთ, რომ 4 ჯგუფის ბოლო – 5-6 ადგილების დამკავებელი გუნდები 17-24 ადგილების გასანაწილებელ ბრძოლაში ჩაებმებიან, როცა 1-2 ადგილების მფლობელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ, ხოლო ჯგუფში 3-4 ადგილებზე გასულ გუნდებს 9-16 ადგილების განაწილება ელით.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Sasaciloa,satirali rom ar iyos.ritiviwonebt tavs azerebs rom movugt?

Duru
04:30 02-08-2018
0

სიახლეები პოპულარული