საქართველოს U18 ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი 21-ე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა.

სამწუხაროდ, ბოლო მატჩი 21-ე ადგილისთვის იყო და ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სწორედ 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს მეტოქე გახლდათ დანიის ნაკრები. ქართველებმა სკანდინავიელებს 16 ქულით – 80:64  სძლიეს. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 11ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 13 ქულა და 10 პასი მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო დავით კაკუშაძემ 13 ქულა, 9 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ტურნირზე მე-19 ადგილი ლუქსემბურგმა
დაიკავა. მე-20-ზე გავიდა აზერბაიჯანი საქართველოს 21-ე ადგილი ერგო, დანიას – 22-ე, ხოლო 23-24 ადგილები შესაბამისად რუმინეთმა და ალბანეთმა გაიყვეს.

B დივიზიონის ფინალში სლოვენია და ჰოლანდია შეხვდებიან, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩვენი ჯგუფის წევრები – ბელგია და ესტონეთი შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბელგიამ 73:67 იმარჯვა და A დივიზიონის საგზური მოიგოვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ გაბრიჩიძეს,მაგარი კაცი ხარ. შენი დაკომპლექტებული ფედერაცია საათივით მუშაობს .აფერუმ შენს კაცობას,აი ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. როგორი მენეჯერული ხალასი ნიჭით დაჯილდოებული პატრიოტი გუნდი დატოვე.როგორ უფრთხილდებიან ხალხის ფულს.ერთ რჩევას მოგცემთ: სუპერ ლიგის გუნდებში ჩამოყვანილი კალათბურთელების რიცხვი 12 აიყვანეთ და ყველა ასაკობრივი გუნდების პრობლემაც მოგვარებული გექნებათ!!!
koka
12:00 07-08-2018
0
ხომ შეიძლებიდა 24 ადგილზე გავსულიყავით? ესეც საქმეა (ისე მაგათ რა ვუთხარი)
ბესო
16:59 06-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული