საქართველოს ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ 31:30 ლიდერობდა, ხოლო მესამე პერიოდის უმეტეს ნაწილს 3-5 ქულით იგებდა, თუმცა აღნიშნული მეოთხედის დასკვნით ნაწილსა და ბოლო ათწუთეულში ქართველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, ბულგარელებმა კი პირიქით – ტემპს და სიზუსტეს
საქართველოს ნაკრებში კვლავ ნატალია ოთხმეზური გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ნინო გადელიამ 12 ქულა, 7 მოხსნა და 7 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მარიამ ღარიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი დაგროვდა.
მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს, თბილისის დროით 17:45 საათზე გამართავს ტურნირის ერთ-ერთ უიმედო აუტსაიდერ კოსოვოსთან. ამ მატჩის მოგებული 21-ე ადგილისთვის მატჩით დაასრულებს ტურნირს, ხოლო წაგებული – 23-ე ადგილისთვის ითამაშებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით