საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ბოლო მატჩი ბრძოლაში წააგო. მეტოქე გახლდათ ნორვეგიის ნაკრები, რომელმაც შეხვედრა 57:52 მოიგო და B დივიზიონში 23-ე ადგილი დაიკავა.

არადა, უხეიროდ ჩატარებული პირველი პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და დაწინაურდა. საწყისი პერიოდი სკანდინავიელთა უპირატესობით – 14:5 დასრულდა, თუმცა ნინო გადელიასა და ნატალია ოთხმეზურის ლიდერობით ჩვენმა ნაკრებმა მეორე ათწუთეული 20:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მე-3 პერიოდში ისევ ნორვეგიელებმა იძალეს,
ათწუთეული 16:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით გალიდერდნენ. მოპოვებული უპირატესობა სკანდინავიელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს. საბოლოოდ ნორვეგიამ 5 ქულის სხვაობით – 57:52 მოიგო და ტურნირზე მოპოვებული მე-2 გამარჯვებით 23-ე ადგილი დაიკავა. სკანდინავიელებმა 1 შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე, კოსოვოსთან – 78:68 მოიგეს.

ნორვეგიასთან შეხვედრაში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ნინო გადელია, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტით (13) საუკეთესო შედეგი ნატალია ოთხმეზურმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. მარიამ ღარიშვილმა შეხვედრა 4 ქულით, 13 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ამით 18 წლამდე გოგონათა B დივიზიონის გათამაშება ქართველებისთვის დასრულდა. ფინალურ მატჩში დღეს გვიან ღამით ლიტვა და ბელარუსი შეხვდებიან. A დივიზიონში გადასასვლელ მე-3 საგზურს ისრაელი და თურქეთი გაითამაშებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altსაქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული