ჩვენი ყურადღება საქართველოს ნაკრებებისკენაა მიმართული, რომლებიც შემდეგ ასაკობრივ და გენდერულ ჩემპიონატებში მონაწილეობენ:
ვაჟები 16, 18 და 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში იასპარეზებენ, გოგონები კი ძალებს 16 და 18-წლამდელებში მოსინჯავენ. ვაჟთა ყველა ნაკრები B დივიზიონში გამოვა, ხოლო გოგონები C დივიზიონში იასპარეზებენ.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 2019 წლის 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოშინოსში გაიმართება. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი C
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი B ჯგუფში იქნებიან: ირლანდია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი და მაკედონია. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ კანკია იქნება.
ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მასპინძელი 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა იქნება. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი საქართველო ამ ტურნირზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ირლანდია, ჰოლანდია, კვიპროსი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.
რაც შეეხებათ გოგონებს: 18-წლამდელთა ევროჩემპიონატის C დივიზიონს 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ანდორა უმასპინძლებს. B ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი და გიბრალტარი. გოგონათა 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 16-21 ივლისს მოუწევს. A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გიბრალტარი და მასპინძელი მოლდოვა იქნებიან.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დაქვეითდა
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით