საქართველო 2004-მა ევროპის ლიგაში დღის ორივე შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ლიგაში წარმატებული დღე ჰქონდა მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ “საქართველო 2004”-ს. ქართველემა რიგაში მიმდინარე მეორე წრის დღეს გამართული ორივე მატჩი მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა გუშინ 1 მატჩი მოიგო და ერთიც დათმო, დღეს კი ქართველებმა ორივე მეტოქეს აჯობეს.

პირველ შეხვედრაში “საქართველო 2004”-მა ადგილობრივი კლუბი “ვალმიერა” დაამარცხა – 51:39. ჩვენს გუნდს 18 ქულით ნიკოლოზ გულიაშვილმა ულიდერა, ვის შემდეგაც ყველაზე მეტი – 7 ქულა დაჩი გრძლიძემ ჩააგდო. შემდეგი მეტოქე შედარებით კერკეტი აღმოჩნდა. ლატვიურ კლუბ “რიგას” “საქართველო 2004”-მა 56:48 მოუგო.

ქართველთაგან 11 ქულით
და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 10 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ გულიაშვილმა, ხოლო დაჩი გრძელიძის ანგარიშზე. ევროპის ლიგის მეორე წრის ბოლო, რიგით მე-5 მატჩს ტურაშვილის გუნდი 20 იანვარს, ესტონურ “აუდიენტასან” გამართავს.

2 წრის ჯამში ქართველებს 9 მატჩიდან 4 გამარჯვება აქვს.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატიის ავტორს მინდა ვთხოვო ეხლაც და მომავალში თუ შესაძლებელი იქნება გაითვალისწინოს და გუნდის შემადგენლობა დაგვიწეროთ სტატიაში...ეს ამ სპორცმენებისთვისაც პატარა სტიმული იქნება
baTu
14:17 20-01-2019
0

სიახლეები პოპულარული