საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელების ნაკრებმა ახალ მწვრთნელთან ერთად შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ნაკრებს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, მილოშ გლიგორიევიჩი და მისი ასისტენტები - ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური. გლიგორიევიჩი უკვე მე-5 წელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ის იგორ კოკოშკოვთან მუშაობდა, 2016 წლიდან დღემდე კი ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრია.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს საბერძნეთის ქალაქ მატოსინოსში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან,
კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-21 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩებამდე სამწვთნელო შეკრებებს გაივლის სლოვენიასა და უკრაინაში, სადაც ჯამში 5 სპარინგ-მატჩს გამართავს: მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 14 ივნისს სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებს, ხოლო 16-ში - 18-წლამდელებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში ჩვენი ნაკრები პოდჩეტრტეკში, სასტუმრო "ტერმე ოლიმიაში" დაბანაკდა, სადაც წლების მანძილზე, ზაფხულობით, შეკრებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გადიოდა.

სლოვენიიდან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინაში გადავა, სადაც დედაქალაქ კიევში 3 საკონტროლო მატჩს გამართავს: 20 ივნისს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, 21 ივნისს სლოვაკეთის U20-თან, ხოლო 22-ში უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან.

Sportall.Ge

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბ-ნო პაატა! უმორჩილესად გთხოვთ! ნებისმიერ მშობელს კითხე - რამდენ ევროს თხოვს მათ, შვილის შემადგენლობაში შესაყვანად? ძალიან გთხოვთ, არ დაბლოკოთ. ფედერაციის პრეზიდენტთან ხმა არ მიმიწვდება, მან, დარწმუნებული ვარ(!), არაფერი არ იცის. ასე მაინც გაიგოს რა უბედურება გვჭირს. კალათბურთი ცალკე იღუპება, ბავშვები ცალკე. ფედერაციას კი სახელი უტყდება. თუ ოდნავი პატრიოტიზმი გაქვთ, თუ გიყვართ კალათბურთი და საქართველო - არ დაბლოკოთ.
alexandre
09:55 05-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული