საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიაში ბოლო წამზე დამარცხდა

AutoSharing Option
სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგმატჩი გამართა.

ამჯერად ქართველები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წამზე სამქულიანი მიიღეს და მარცხი განიცადეს. შეგახსენებთ, რომ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა 16 ივნისს სლოვენიელ თანატოლებთან 7 ქულით წააგო.

ჩვენი მორიგი მეტოქე სლოვენიის 18-წლამდელთა გუნდი გახლდათ, რომელიც თავის ასაკში ევრობასკეტის "ა" დივიზიონის წევრია. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით აგებდა, როცა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე კოკა ფიფიამ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. სლოვენიელებმა შეტევა წამოიწყეს, როგორც იტყვიან, გადაგდებული ბურთი სირენის თანხლებით ჩააგდეს და 3 ქულით
- 77:74 მოიგეს.

მატჩი ქალაქ ლაშკოში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაიმართა. მანამდე საქართველოს ნაკრებმა პოდჩეტრტეკის დარბაზში დილის ტრადიციული, სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. სლოვენიელები კი მეტი სერიოზულობით მიუდგნენ სპარინგს და მოსაგებად ითამაშეს. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდში 19 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ზურა ჟღენტი. პირველი მატჩის მსგავსად, 13 ქულა მოიპოვა ნიკა მეცხვარიშვილმა, 11 ქულა დაგროვდა რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე, ხოლო აკაკი ფიფიამ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 2 დღეში უკრაინაში გადაინაცვლებს და კიევში 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 20 ივნისს უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან, 21-ში სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან, ხოლო 22 ივნისს უკრაინელ თანატოლებს შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპარინგი,სპარინგია,მაგრამ ორი წლით პატარები რომ გიგებენ,სასიხარულო აზრებს ნამდვილად არ აღმიძრავს.
სოსო
08:36 18-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული