ჩვენების პირველი მეტოქე გახლდათ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად – 72:56 სძლია. პირველი პერიოდის 5 ქულით მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 21 ქულით გალიდერდნენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბს საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და ასეც მოხდა. მოედანზე მეტ-ნაკლებად თანაბარი დროით ნაკრების ყველა კალათბურთელი გამოჩნდა,
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 16 ქულით გაიმარჯვა. ყველაზე სარგებლიანი ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა. 9-9 ქულა მოაგროვეს ზურაბ ჟღენტმა და ნიკა მეცხვარიშვილმა.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 21 ივნისს, სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით