ქართველები უკვე ევრობასკეტის მასპინძელ პორტუგალიაში არიან და ბოლო სპარინგიც ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართეს. საქართველოს ნაკრებმა ძალიან უშედეგოდ ითამაშა მეორე პერიოდში, რომელიც 9:35 წააგო და საბოლოოდ შეხვედრაც დიდი სხვაობით – 57:93 დათმო.
მილოშ გლიგორიევიჩი დ ამისი ასისტენტები - ირაკლი ძიძიგური და ჯაბა ბაქრაძე სათანადო დასკვნებს გამოიტანდნენ პორტუგალიასთან დამარცხებიდან და იმედია, 12 ივლისიდან ჩვენი ნაკრები მეტი შედეგიანობით შეუყვება ევრობასკეტს, რომელშიც 21 ქვეყანა
A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი
C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი
D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და განაგრძობს ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფიდან ვერგასული გუნდები 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.
მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.