U20. საქართველოს ნაკრები დღეს ჰოლანდიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, თელ ავივში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის პირველი მატჩები გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი ტურნირის პირველ შეხვედრას ჰოლანდიის ნაკრებთან გამართავს.

ტურნირში მონაწილე 21 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. ერთადერთი 6-გუნდიანი ჯგუფია და მასში საქართველო მოხვდა:

A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი
C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი
D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და განაგრძობს ბრძოლას საუკეთესო სამეულში
მოსახვედრად.

სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფიდან ვერგასული გუნდები 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.

საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსს მეორე მატჩი 8 ქულით მოუგო


მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული