U20. საქართველოს ნაკრები წინ მიიწევს - შვედეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
14 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში შვედეთს 73:64 სძლია და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტიურად გადაჭრა.

საქართველოს ნაკრებს რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, რომელმაც  20 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ლუკა მაზიაშვილმა 10 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა და ცოტნე ცარციძემ კი 8-8.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), ხოლო მეორეში სომხეთი (98:46) დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი: 16 ივლისს კოსოვოსთან და 17 ივლისს ესტონეთთან.

B დივიზიონიდან A
დივიზიონში 3 გუნდი გადადის.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ანუ, მოდის თაობა?
ლადო
10:28 15-07-2019
1
მართალი ყოფილა კალათბურთის ამბავი სომხებზეე :)))
შოთა
10:15 15-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული