U20. საქართველოს ნაკრები წინ მიიწევს - შვედეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
14 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში შვედეთს 73:64 სძლია და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტიურად გადაჭრა.

საქართველოს ნაკრებს რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, რომელმაც  20 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ლუკა მაზიაშვილმა 10 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა და ცოტნე ცარციძემ კი 8-8.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), ხოლო მეორეში სომხეთი (98:46) დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი: 16 ივლისს კოსოვოსთან და 17 ივლისს ესტონეთთან.

B დივიზიონიდან A
დივიზიონში 3 გუნდი გადადის.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ანუ, მოდის თაობა?
ლადო
15 ივლისი 2019 10:28
1
ამ თაობიდან ნაკრებში ჯერ მხოოოდ რატი ანდრონიკაშვილი თამაშობს და იმიტომაცაა გამორჩეული ასაკობრივში. თუ ეს ნაკრები შედეგს დადებს (ა დივიზიონში გადავა) და სხვებიც მოუმატებენ, ნაკრებს საიმედო რეზერვი გაუჩნდება
სიმართლე
15 ივლისი 2019 12:59
2
სად მოდის ,რა მოდის :)) ბ დივიზიონში? თაობას დავინახავთ როცა ეროვნულ ნაკრებში მოხვდებიან და დაგვანახებენ შედეგებს
Morris
15 ივლისი 2019 11:17
2
მართალი ყოფილა კალათბურთის ამბავი სომხებზეე :)))
შოთა
15 ივლისი 2019 10:15
0
გილოცავთ ბიჭებო. ეხლა მთავარია ჯგიფი პირველი ადგილით დავასრულოთ.
გოგა
15 ივლისი 2019 02:12
0
rava ,kaia ucxoeli treneri??? aba akamde clebi ar gindodat, am donis sashualoze dabalma donis evropelma coachma shedegi dado da kargi clebis cin aayvavebda
Joker
15 ივლისი 2019 01:11
1
ATP 16- ჯერ ერთი ცუდი არ დამიწერია პირიქით უცხოელი სპეციალისტი კარგია ამას გავუსვი ხაზი. რაც შეეხება შენს დაწერილ გრიგორიევიჩის "სივის" თუ ეგ საშუალო ევროპულ დონედ მიიჩნევა მეეჭვება, მაგრამ თუნდაც საშუალო იყოს აქ საუბარი რომ ქართველ სპეციალისტებს ამ ეტაპზე ყველას სჯობს და ამდენი წელი ტყუილად დაიკარგა ,როცა შეიძლებოდა და აუცილებელი იყო დაარის ასაკობრივებშიც უცხოელი მწვრთნელი.
აქვე გამახსენდა მგონი კეძელატისი რუსთავს რომ ყავს ოლიმპიაკოს და ჟალგირის წვრთნიდა ზუროსთან ერთად და არც არავის გახსენებია , და გრიგორიევიჩის დონეს გაცილებით აღემატება
Joker
15 ივლისი 2019 11:16
0
მილოშ გრიგორევიჩი , საშუალოზე დაბალი კატეგორიის მწვრთნელი არ არის . გარდა იმისა , რომ კოკოშკოვის ასისტენტი იყო წლების განმავლობაში , უმუშავია პარტიზანში , იყო სერბეთის ქალთა ნაკრების სტაფში , ასევე შვედეთის და ზუროსი ტყუილად არ ენდო . პიროვნულად რაც შეეხება , არის კომპეტენტური , მიუკერძოვებელი , დისწიპლინის მიმდევარი და იმდენად უშუალო ბაშვებთან , რომ ვისაც შეხება ჰქონია მასთან , უბრალოდ უდიდესი პატივისცემით განეწყობა მის მიმართ . იმედია კიდევ დიდხანს იქნება საქართველოში და იზრუნებს ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის . თუნდაც ჟღენტის თამაში ავიღოთ ამ ტურნირზე , თამამად შემიძლია ვთქვა , რომ მისი ასეთი გახსნა , მწვრთნელის ნდობისა და მიდგომის შედეგია . წარმატებები , მე მჯერა , რომ ა ლიგის საგზურისათვის ვიბრძოლებთ და იღბალიც იქნება ჩვენსკენ .
ATP 16
15 ივლისი 2019 09:06
3
სულ გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო!
ივან
15 ივლისი 2019 00:01
0

სიახლეები პოპულარული