U20. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს 34 ქულით სძლია - ასეთმა კარგმა გუნდმა პირველ ეშელონში უნდა ითამაშოს!

AutoSharing Option
16 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში კოსოვოს ნაკრები ანგარიშით 86:52 გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

თავიდანვე ნათელი შეიქნა ქართველების უფრო მაღალი კლასი და 10 ქულით წინ გაიჭრნენ, თუმცა მეორე მეოთხედში ერთი პირობა მეტოქემ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ეგ იყო და ეგ, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა დაიბრუნა და პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ 34-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), მეორეში სომხეთი (98:46), ხოლო მესამეში
შვედეთი (73:64) დაამარცხა.

მოკლედ, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სტარტზე ყველას დამაჯერებლად სძლია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მეორე ეშელონია, სადაც საქართველოს არც ერთ ნაკრებს ყოფნა არ ეკადრება. იმედია, ჩვენი გუნდი A დივიზიონში გადავა და იქაც წარმოაჩენს თავს.

17 ივლისს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ჭირდა საქართველოს ნაკრებს კოკოშკოვის ამოსათრევი უძლიერესი გუნდი იყო ეგ კიარა შედეგით ვარ უკმაყოფილო მსოფლიოზე რო ვერ ათამაშა უკრაინის ჩვენზე სუსტი ნაკრების დარად.დდ ეხლა მოიყვანე ნაკრებში და რა ჩიტიცაა კარგად გამოჩნდება.ფრატელო ყავდათ უკრაინელებს და ამიტომაც ითამაშა მსოფლიოზე.
zaza
11:45 17-07-2019
1
გლიგორიევიჩმა,ნაკრებს პირველ რიგში კარგი დაცვის თამაში ასწავლა,ძირითადად ამის ხარჯზე ვიგებთ თამაშებს.შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში გვმართებს,ძალიან ბევრს ვკარგავთ ბურთს.ამ ჩატარებულ თამაშებშიც გამოჩნდა,რომ როგორც კი დაცვაში დისციპლინა მოიშლება,მაშინვე დიდი პრობლემები გვიჩნდება.სუსტმა ალბანეთმაც კი,ორჯერ შეგვიმცირა ანგარიში და ოდნავმაღალი კლსიც რომ ჰქონოდათ,მეორე პერიოდის დასაწყისში,წინაც გავიდოდნენ.ესტონეთი,დარწმუნებული ვარ ძალიან დისციპლინირებული,კარგად განსწავლული გუნდი იქნება,შორიდან დაყენებული სროლებით.ბალტიისპირელები ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი სათამაშო კულტურით.ასე რომ მხოლოდ უმკაცრესი სათამაშო დისციპლინა დაცვაში,დაკარგვების მინიმუმამდე შემცირება შეტევაში მოგვცემს საშუალებას გავიმარჯვოთ.წარმატებები ბიჭებს.იმედია ის ტრავმირებული ბიჭი,(რომელი იყო,ვერ გავარჩიე)შესძლებს სრულფასოვნად თამაშს.
სოსო
10:54 17-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული