U20. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა პლეი-ოფში გავიდა.

პირველი სამი მეოთხედი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ მეტოქემ პრესინგის ხარჯზე მოახერხა წინ გაჭრა (სამქულიანებიც წაუვიდათ) და გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე ჰოლანდია (85:73), სომხეთი (98:46), შვედეთი (73:64) და კოსოვო (86:52) დაამარცხა.

საბოლოოდ, ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმა – ჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი დააგროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე – ესტონეთი. მეოთხედფინალში
ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ.

1/4-ფინალში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ პორტუგალიას ან ბელგიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გიორგის ვეთანხმები სავსებით კრიტიკულ შეფასებებში და ანალიზში. ნეტა, მწვრთნელებიდან თუ კითხულობენ ჩვენ მოსაზრებებს რათა გაითვალისწინონ ნაწილობრივ მაინც..... ჩვენ ხომ ჩვენი ბიჭებისადმი ზრუნვა და ქართული კალათბურთისადმი სიყვარული გვალაპარაკებს. ,,აღდგობა და ხვალაო''.... პორტუგალიასთან ამაღამ არის თამაში და ვნახოთ.... უფალი გფარავდეთ ბიჭებო....
გიორგი 48
13:41 19-07-2019
0
მეორე ტაიმმა სწორედ ეს აჩვენა რომ მარტო კარგი დაცვით ფონს ვერ გახვალ თუ თავდასხმა არა გაქვს დამუშავებული და ბოლოსკენ დაცვაც მოირღვა. 4 ნომერი ცხადია ძალაა გუნდისთვის, მაგრამ იმ პირობით რომ გუნდისთვის იბრძოლებს და არა 'იტასავებს' მოედანზე თავის გემოზე. თავი უკვე ვარკვლავი ჰგონია. არადა ძალაინ უსუსური იყო, თავდასხმელებს ან უგვიანებდა პასებს, ან პირდაპირ ხელში აძლევდა ან ბურთს კარგავდა. არც თვდასხმელები აკლებდნენ; უბრალოდ ბურთის ეშინოდათ, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ბურთისთვის და ისევ უკან აჩეჩებდნენ ხელში. ვერც 3 ნომერმა ივარგა. ერთი 10 ნომერი ცდილობდა რაღაცას ფარქვეშ. არადა შვედებთან მართლა კარგი თამაში ჩავატარეთ. ეტყობა ფსიქოლოგიური პრობლემებიც იყო თანმაშის წინ. მოკლედ მწვრთნელის როლიც ამ ჩავარდნაში საგრძნობია. ესტონეთს უბრალოდ ნორმალური გუნდი ჰყავდა. თავის შანს თუ მიეცი ხელიდან რომ არ გაუშვებს. ისარგებლა კიდეც ჩვენი სისუსტეებით და ბოლოს ის სირენა რომ არ აყვვირებულიყო გამოგვაგდებდა, და მე მგონი დამსახურებულადაც. ამ თამაშის მიხედვით ა დივიზიონს ისინი უფრო იმსახურებდნენ ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. იქნებ შემდეგ წელს გაითვალისწინონ წლევანდელის გამოცდილება.
გიორგი
13:33 18-07-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული