U20. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა პლეი-ოფში გავიდა.

პირველი სამი მეოთხედი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ მეტოქემ პრესინგის ხარჯზე მოახერხა წინ გაჭრა (სამქულიანებიც წაუვიდათ) და გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე ჰოლანდია (85:73), სომხეთი (98:46), შვედეთი (73:64) და კოსოვო (86:52) დაამარცხა.

საბოლოოდ, ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმა – ჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი დააგროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე – ესტონეთი. მეოთხედფინალში
ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ.

1/4-ფინალში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ პორტუგალიას ან ბელგიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეორეზე გავედით, როდესაც პირველი ადგილი ჩვენი უნდა ყოფიყო... როგორც ყოველთვის ქართული "ბლატაობის" ამბავი...ამ ასაკში თუ ვერ იჭერ სპორტსმენს, დიდებში როგორღა გააკონნტროლებ?! აუვრდათ თავში და წავაგეთ, დასვი რა სკამზე ასე უპასუხისმგებლოდ რომ იქცევა პარკეტზე...ვერა რა, ყველაფერში ნიჭი მოგვსდევს, მაგრამ მაგარი ხელი გვჭირდება! წარმატება პორტუგალიასთან!
პაატა
04:15 18-07-2019
0
პირველ რიგში სულით და გულით ვულოცავ ქართველებს მეოთხედფინალში გასვლას!
იმედი მაქვს, მწრთვნელები სწორ ანალიზს გააკეთებენ. ჩემი აზრით, რაც ესტონელებთან მეორე ტაიმი ვითამაშეთ, ასეთი კალათბურთით შანსი არ გვექნება მომავალში. კალათბურთი ეს გუნდური თამაშია. ჩვენი მე-4 ნომერი(გამთამაშებელი) კარგი ბიჭია, მაგრამ ფაქტიურად არასწორად თამაშობდა, ზედმეტად იღებდა თავის თავზე.... ბევრჯერ დაიკარგა უაზროდ ბურთი.... იმედი მაქვს, ვისაც ეს ევალება ყველაფერს სწორად დაგეგმავენ პორტუგალიასთან.... ღმერთი უშველოს ჩვენს ნაკრებს....
გიორგი
01:34 18-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული