U20. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფარიც წააგო და შედეგად - თამაშიც

AutoSharing Option
19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ პორტუგალიასთან 85:96 დამარცხდა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდნენ (19:9), მაგრამ შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მასპინძლებს სავსე დარბაზში გულმხურვალედ ქომაგობდნენ და მათი ტანმაღალი ცენტრი ნეიმიას კუეტა (იუტას უნივერსიტეტი) ფარქვეშ ბატონობდა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა პერიმეტრიდან სროლებზე გადაიტანა აქცენტი, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 45:43 მოიგო.

მესამე პერიოდში მოწინააღმდეგემ კარგი დაცვის და
რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე შეძლო გაქცევა, 9 ქულით წინ გაიჭრა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

რატი ანდრონიკაშვილმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 14-14 ქულა ზურაბ ჟღენტმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ჩააგდეს, 11 ლუკა მაზიაშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 41-იანი კოეფიციენტით კუეტა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 14 მოხსნა და 6 ზუსტი პასია.

ახლა საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ასაკობრივ გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების არყოლაა - ჩვენი გუნდის ყველაზე მაღალი კალათბურთელი 204 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ესტონეთთან წაგება შეიძლებოდა? იქ დამთავრდა ჩვენთვის ეს ტურნირი.
0
ანდრონიკასვილის დამოკიდებულებას თუ მიაქციეთ ყურადღება? შეიძლება გუნდელებს უყვიროდე და ხელებს უქნევდე, იმიტომ, რომ უფრო ნიჭიერი ხარ? ეს ცალსახად მწვრთნელის პრეროგატივაა! მწვრთნელს რაც შეეხება, რატომ არ იღებდა საჭირო დროს ტაიმაუტებს? აშკარად ვერ გრძნობდა თამაშშ. ეგეთ ეპიზოდებში გაგვექცნენ და ეგ იყო. იმათი ცენტრი ძალიან მაგარია, მაგრამ სხვანაირად უნდა გვეთამაშა მის წინააღმდეგ. ავკიდეთ კიდეც ფოლები თავიდან, მაგრამ მერე რატომღაც მივუშვით, არადა პრესინგისას ძალიან იბნეოდა. აი ბითაძეზე არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავკეთო? ნბა და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნაკრებზე წინ არაფერი არ უნდა იდგას. მაგით მაინც გამოვირჩეოდით ქართVელები. როგორც ჩანს, აღარ
gagi
14:48 20-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული