U20. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფარიც წააგო და შედეგად - თამაშიც

AutoSharing Option
19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ პორტუგალიასთან 85:96 დამარცხდა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდნენ (19:9), მაგრამ შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მასპინძლებს სავსე დარბაზში გულმხურვალედ ქომაგობდნენ და მათი ტანმაღალი ცენტრი ნეიმიას კუეტა (იუტას უნივერსიტეტი) ფარქვეშ ბატონობდა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა პერიმეტრიდან სროლებზე გადაიტანა აქცენტი, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 45:43 მოიგო.

მესამე პერიოდში მოწინააღმდეგემ კარგი დაცვის და
რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე შეძლო გაქცევა, 9 ქულით წინ გაიჭრა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

რატი ანდრონიკაშვილმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 14-14 ქულა ზურაბ ჟღენტმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ჩააგდეს, 11 ლუკა მაზიაშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 41-იანი კოეფიციენტით კუეტა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 14 მოხსნა და 6 ზუსტი პასია.

ახლა საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ასაკობრივ გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების არყოლაა - ჩვენი გუნდის ყველაზე მაღალი კალათბურთელი 204 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
არ არის სასიამოვნო კრიტიკა და არ მომწონს რომ ვაკრიტიკებ მაგრამ ასე უპასუხისმგებლოდ თამაში არ შეიძლება ამდენი დაკარგვა ამდენი უაზრო მოქმედება წარმოუდგენელია ჯერ ესტონეთთან რომ არ წაგვეგო პორტუგალიას ავცდებოდით და მერე ეს თამაში წასაგები არ იყო მაგრამ როგორც ყოველთვის უპასუხისმგებლობა და გულგრილი მიდგომა არაპროფესიონალიზმი
Mmmm
01:43 20-07-2019
1
მაგას არაპროფესიონალიზმი არ ქვია, მაგას სამშობლოსთვის მიფურთხება ქვია და ადგილი აქვს უკვე 20 წელია როგორც ფეხბურთში ისე კალათბურთში.
sdsadddd
03:13 20-07-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული