28 ივლისს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 79:87 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა წინა ტურში ტრავმირებული ტანმაღალი ცენტრის, საბა გიგიბერიას გარეშე ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო და საფინალო სასტვენამდე 2:32 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა.
ჩვენს გუნდს 20 ქულა ლაშა მიქელაძემ შესძინა, 19 - რატი ანდრონიკაშვილმა, 11 - ანზორ ნადირაძემ, 10 - ვლადიმერ თავაქარაშვილმა, 8 კი - ირაკლი კილაძემ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 42-იანი მარგი
ქმედების კოეფიციენტით მეტოქე გუნდის კალათბურთელი ანდრეი იაკიმოვსკი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში სლოვაკეთი (80:45), ხოლო მეორე ტურში დანია (85:40) დაამარცხა.
შეგახსენებთ, ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის.
30 ივლისს, მეოთხე ტურში ჩვენი გუნდი უკრაინას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება თამაშს: რა უბედურებაა 22-24 წამი თითქმის ყველა შეტევის დასასრულებლად? თან მერე ფორსმაჟორში უწევთ შეტევა. ამ გუნდს საერთოდ არ ეტყობა თუ ყავს მწვრთნელი. იმედია მომდევნო თამაშებში გამოსწორდებიან