U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
31 ივლისს საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მეოთხე ტურში ირლანდიას 77:63 სძლია.

მეტოქემ ჩვენს გუნდს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მეოთხე პერიოდის დასაწყისში ანგარიში 3 ქულამდეც კი შეამცირა, მაგრამ შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

ჩვენი გუნდიდან 13-13 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა (პლუს 11 მოხსნა) და ალექსანდრე მერკვილაძემ ჩააგდეს, 10 - ლაშა მიქელაძემ (15 მოხსნა), 9 ბიძინა ფეიქრიშვილმა, 8-8 კი დაჩი ქავთარაძემ და ანზორ ნადირაძემ.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე
მესამე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველ ტაიმში განსაკუთრებით და საერთოდაც სამწამიან ზონაში ძალიან გაგვიჭირდა.
სოსო
09:39 01-08-2019
0
ერთი ტურის წინ გაირკვა უკვე ჩვენი მეტოქე და იგი A ჯგუფის გამარჯვებული პოლონეთია.
ციბა
21:30 31-07-2019
0

სიახლეები პოპულარული