U18. 20-წლამდელების დარად 18-წლამდელებიც ევროპირველობის მეოთხედფინალში დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 44:67(!) დამარცხდა.

ამ შეხვედრის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს კალათბურთელებს უფრო მეტოქის ტანმაღალ ცენტრებთან გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენი გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ამაზე ანგარიში და სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: ბურთის მარტივ სიტუაციებში გაუთავებლად დაკარგვა, გაცუდებული სამქულიანების პროცენტული მაჩვენებელი, არაორგანიზებული, სწორხაზოვანი თამაში და ა.შ.

არადა, თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 29:26 მოიგო, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მხოლოდ 15 ქულა ჩააგდო და დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნით და 2
შედეგიანი გადაცემით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელსაც თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

სამწუხაროდ, 18-წლამდელები 20-წლამდელების დარად 1/4 ფინალში დამარცხდნენ და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგეს, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების და საერთოდ, ბავშვთა კალათბურთის პრობლემებზე მეტყველებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეგობრებო, ვიცი, რომ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, გვინდოდა, რომ ა დივიზიონში გადავსულიყავით... მაგრამ წავაგეთ პორტუგალიასთან u 20, წავაგეთ პოლონეთის ნაკრებთან U18... მაგრამ თუ იცით, რამდენი აქვს პოლონეთის ნაკრებს დაფინანსება? ხელფასი? ან პორტუგალიის ნაკრების რამდენი კალათბურთელი თამაშობს ამერიკის კონტინენტზე კოლეჯის გუნდებში? ჩვენ კი ერთი ლეგიონერიც კი ვერ ჩამოვიყვანეთ... საქართველო რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანააა...ეს ფაქტია... ბიჭები ცარიელი ენთუზიაზმით და მინიმალური ფინანსებით ევროკავშირის უძლიერესი ქვეყნების გუნდებს ებრძვიან და ჩვენ ელემენტარული კეთილი სიტყვა და გამხნევება გვენანება.... კი ბატონო მეტი გვინდოდა, მათ რა არ უნდოდაათ? თავი დაზოგეს? მეც მაგარ გატეხილში ვარ.... მაგრამ მთავარია ბიჭები გავამხნევოთ... ყველაფერი წინ აქვთ.... ანდრონიკაშვილსაც და მთელ გუნდს მინდა გამარჯვებები ვუსურვო... ღმერთი ფარავდეთ!
გიორგი48
21:06 03-08-2019
4
არ მესმის რას ქვია მაქსიმალისტები ვართ? აბა მინიმალისტები უნდა ვიყოთ? ორივე ასაკობრიცისთვის ამოცანა იყო ა დივიზიონში გადასვლა, ორივე ჩაფლავდა! იქაც და აქაც ანდრონიკაშვილის "ბლატნოი" კალათბურთს ვუყურეთ. ზუროსმა რომ ათამაშა თბილისში მაშინ დავწერე გააფუჭეს პერსპექტიული ბიჭითქო და სამწუხაროდ ეგრეც ხდებ, ავარდნილი აქვს თავში. გურასპაულმა ისე დაამთავრა თავისი კარიერა რომ პერსპექტიული კალათბურათელის კატეგოირიას ვერ გასცდა, ხოდა წესიერი ხალხი უნდა ფედერაციში ასეთებად რომ არ დაგვირჩენ ეს ბავშვები!
პაატა
23:17 02-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული