U16. საქართველოს ნაკრებმა მინსკში ბელარუსი დაამარცხა

AutoSharing Option
ბელარუსში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა გუნდმა ამ ქვეყნის ნაკრები დაამარცხა.

დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში ბელარუსებთან ამხანაგური შეხვედრები გამართეს და 1-ელ აგვისტოს დამარცხების შემდეგ, მეორე დღესაც გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა მთელი შეხვედრა. მიუხედავად ფიზიკურად გაცილებით მძლავრი ოპონენტებისა, გამართული ტაქტიკითა და კომბინაციებით ქართველებმა მოახერხეს საწყის პერიოდში მოპოვებული უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება. ბელარუსები ბევრს ეცადნენ, მაგრამ პირველ პერიოდში დაკარგული ლიდერობის დაბრუნება ვეღარ მოახერხეს და 51:57 დამარცდნენ.

საქართველოს ნაკრებს ლუკა ავალიანმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 7 ჩაჭრა, 4
მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ლუკამ ბურთი 7-ჯერ დაკარგა, რისი გამოსწორებაც სამომავლოდ აუცილებლად მართებს. 12 ქულა მოაგროვა ლუკა ლიკლიკაძემ, 11 - სანდრო კასაბურმა, ელგუჯა ხვედელიძის ანგარიშზე კი 6 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება.

ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო B ჯგუფში მოხვდა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან.

ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.

3 აგვისტოს საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 2 დღეში გეზს მონტენეგროსკენ აიღებს, სადაც ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჯო რომ წერთ ასე მშრალად, ან გუნდი გაგვაცანით, ვინ რამდენი წლის, სიმაღლის წონის, რომელი გუნდიდან და ასე შემდეგ. როგორც სპორტულ მიმომხილველს შეესაბამება. მერე რა არის კიდეწვ ეს მუნჯი ვიდეოები 1920-იანი წლებიდან? თან ზოგს დიდი ანგარიში აქვს ან ორი გოლი გაუვარდა რომელიმე ქართ ველს და გოლებს რომ აკლებთ ამ ვიდეოებს.
niko
07:04 04-08-2019
0
წარმატებები ბიჭებს , იმედია 16 მაინც მიაღწევენ შედეგს . თუმცა ყველაზე მეტად რაც არ მომწონს , მწვრთნელის ცვლილებას , რატომ ეწირებიან კალათბურთელები ? ამ შემთხვევაში , შეუძლია მწვრთნელს ახსნას , რატომ არ არის ნაკრებში გულიაშვილი , ოჩხრიკიძე , ჭიჭინაძე ? დავიჯერო არ მოიძებნა მათთვის ადგილი? ვინც იცის რა ბავშვები ჩამოვთვალე , მიხვდება რომ ძალიან კარგ და ნიჭიერ ბავშვებზე მაქვს საუბარი . ხოდა , მაგიტომაც გაქვთ მაგარი შედეგები !!
ATP 16
00:26 04-08-2019
0

სიახლეები პოპულარული