U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიასთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებლად გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისთვის. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირის მეორე მატჩი ირლანდიასთან გამართა და 30 ქულის სხვაობით დათმო. ჰოლანდიასთან 7 ქულით წაგებული მატჩის შემდეგ ეს გახლდათ ჩვენი ნაკრების მეორე წარუმატებელი შეხვედრა, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ბოლო პერიოდი ჩააგდო და ამის გამო წააგო დიდი სხვაობით. მანამდე კი, მესამე პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა 7-ამდე შეამცირა და იმედი იყო, რომ შეხვედრის მოსაგებადაც გაიწევდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ირლანდიელებმა ზემძლავრად
ჩაატარეს და მისი 30:9 მოგებით დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმეს – 88:58.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო იყო გიორგი მახნიაშვილი. 12 ქულა როლანდ დევიძემ, ხოლო 11 – ლუკა ვალიამა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე კვიპროსი იქნება, რომელსაც ჩვენს დარად 2-დან 2 წაგება აქვს. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
უცხორლი სპეციალისტებოა საჭირო და თანაც ძალიან კარგები. ქარგვრლებს კი სწავლა და სწავლა . ჯუკუმბოვი რომ ვერაფერს იზამს (მითუმეტეს გუშინ მწვრთნელობა დაწყებული როგავა მწვრთნელობაში)და ბევრი სწავლა,პრაქტიკა, მაღალ კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებთან მუშაობა ესაჭიროება მაგას რად უნდა ბევრი საუბარი და ფიქრი.
Degraf
19:12 10-08-2019
1
სრული ფიასკოო . ძალიან მაინტერესებს , რით შეუძლია ფედერაციას იმის ახსნა , თუ რატომ გაუშვეს მამუკა ტურაშვილი ნაკრებიდან და გუნდი ჩააბარეს მწვრთნელებს , რომელთაც არც გამოცდილება აქვთ და თვითონაც არაფერი უთამაშიათ . მარტო სემინარები არ იძლევა კვალიფიკაციას . ტურაშვილი კი სავარადოდ მის პრინციპულობას შეეწირა . სამწუხარო ის არის , რომ საშველიც არ ჩანს . ბოლოს დიდი ზარ-ზეიმით გახსნილ ერთ-ერთ მოედანზე , ბეტონის საფარის მაგივრად , რომ , სპეციალური პლასტიკატი დაგეგოთ , უფრო სწორი იქნებოდა . ვინ-ვინ ა თქვენ კი უნდა იცოდეთ , რომ ბეტონზე თამაში არ შეიძლება , მაგრამ ყველანი ფარისევლები ხართ და მარტო საკუთარ ჯიბეზე ზრუნავთ . ეს არის მწარე სიმართლე და ამას პიარით ვერ გადაფარავთ .
ATP 16
12:29 10-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული