საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი დაასრულა. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე ტურნირზე ქართველები ბოლო ტურში პორტუგალიას შეხვდნენ და 57:70 დამარცხდნენ. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 5 მატჩიდან 1 გამარჯვება მოიპოვა და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები ახლა მე-17-22-ე ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება, რომელშიც ჯგუფებში მე-5 და მე- 6 ადგილების გუნდები იასპარეზებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, მისი პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მხოლოდ მესამე და მეოთხე ათწუთეულებში იმარჯვეს ჩეხებმა და საბოლოოდ 13-ქულიანი მოგება გაიფორმეს.
საქართველოს
ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 18 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ავალიანმა, ხოლო როლანდ დევიძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მე-17-22-ე ადგილებისთვის იბრძოლებს და პირველ მეტოქედ ნორვეგია ეყოლება. შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:15 საათზე გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით