U16. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალისთან წააგო და ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი დაასრულა. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე ტურნირზე ქართველები ბოლო ტურში პორტუგალიას შეხვდნენ და 57:70 დამარცხდნენ. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 5 მატჩიდან 1 გამარჯვება მოიპოვა და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები ახლა მე-17-22-ე ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება, რომელშიც ჯგუფებში მე-5 და მე- 6 ადგილების გუნდები იასპარეზებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, მისი პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მხოლოდ მესამე და მეოთხე ათწუთეულებში იმარჯვეს ჩეხებმა და საბოლოოდ 13-ქულიანი მოგება გაიფორმეს.

საქართველოს
ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 18 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ავალიანმა, ხოლო როლანდ დევიძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მე-17-22-ე ადგილებისთვის იბრძოლებს და პირველ მეტოქედ ნორვეგია ეყოლება. შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კომენტარი გავაკეთე და არ გამოაქვეყნეს, არა და ისეთი არფერი მეწერა, რომ დაებლოკათ, დავწერე, რომ 18 წლიანებს და 16 წლიანებს, რატომ ყავთ ერთი და იგივე მწვრთნელები? ნუთუ ძალიან ძნელია მოიძებნოს ნაკრების მწვრთნელებათ კვალიფიციური ხალხი, რომ შეთავსებით არ იმუშაონ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში? კალათბურთის ფედერაციის პოზიცია მაინტერესებს!, რას იტყვიან ასაკობრივი ნაკრებების ფიასკოზე?
დიმიტრი
14 აგვისტო 2019 12:11
0
დიმიტრი , ელოდები რომ რაიმე ნორმალურს და პროფესიონალურს იტყვიან ? გამორიცხულია ჩემო ბატონო . ამათ ადგილზე უნდა გადადგე , მაგრამ თავმოყვარეობა აქვთ საერთოდ ? რა მწვრთნელები , რის გაწვრთნილები , ვინ არიან საერთოდ , რა უნდათ , ბოტასის ძირებზე ხელის გულით ზელვაში წვრთნიან ? პერიფერიებს ყურადღებას არ აქცევენ საერთოდ . თბილისის ნაკრებად აქციეს ყველა ასაკობრივი და იქაც , ვინც არ მოსწონთ და ,,ევასებათ" არც მწვრთნელს გაიკარებენ და არც მოთამაშეს . ბავშვები მეცოდებიან ამათ ხელში . ამათ კიდევ ლიპარტელიანი სჯობდათ საქმის სიყვარულით , იმასთანაც კი ვერ მივლენ ახლოს .
zaza
14 აგვისტო 2019 16:19
0
რას იტყვიან და ზუსტად იგივეს, რასაც შარშანდელი, ანალოგიური ფიასკოს შემდეგ: რომ უკლებლივ ყველა მწვრთნელი თავის საქმეზე უზადოდ შეყვარებული ადამიანია :)))
გულშემატკივარი
14 აგვისტო 2019 15:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული