U16. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა სლოვაკეთთან 2 ოვერტაიმში წაგებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა. მე-19 ადგილისთვის მატჩში ქართველები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ, რომელთან დაძაბული შეხვედრა მეორე ოვერტაიმში – 86:87 წააგეს.

მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა. საუკეთესო დამატებით ხუთწუთეულშიც ვერ გამოვლინდა. მეორე ოვერტაიმში საქართველო ახლოს იყო გამარჯვებასთან. ხუთწუთეულის დასრულებამდე 7.5 წამით ადრე ქართველები 86:85 იგებდნენ და გიორგი სულაბერიძე საჯარიმოს ხაზთან იდგა. მან ორივე სროლა ააცილა, ბურთი სლოვაკებმა მოხსნეს, მთელი მოედანი გადასერეს და დასრულებამდე 0.5 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდეს – 87:86.

დასანანად წაგებულ მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო,
რომელმაც 25 ქულა, 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ლიკლიკაძემ მოედანი ნაადრევად, 5 პერსონალურის გამო დატოვა. 24 ქულა და 5 ჩაჭრა დააგროვა ლუკა ავალიანმა, ხოლო სანდრო კასაბურის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-20 ადგილზე დაასრულა. საუკეთესო სამეულში შევიდნენ და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებენ ფინალური მატჩის მომგები პოლონეთი და წაგებული ჰოლანდია. ასევე - დანია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი მონტენეგრო 85:54 გაანადგურა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღირსეული წინააღმდეგობა გაუწევიათ სლოვაკეთის უძლიერესი გუნდისთვის, ყოჩაღ! :D
Goga
12:19 20-08-2019
0
რა ხალხიც ტრიალებს კალათბურთში ზუსტად ისეთი შედეგები გვაქვს . უკვე მერამდენედ უნდა დავწერო , სათვალავი ამერია . არ არსებობენ ცუდი ბავშვები , არსებობენ არაკომპეტენტური , მიკერძოვებული , უპასუხისმგებლო მწვრთნელები და ადამიანები , ვინც კალათბურთშია დასაქმებული . ამ გუნდს რამდენიმე ლიდერი გამოაცალეს და ვწერდი ტურნირის დაწყებამდე , რომ ეს ყველაფერი ზუსტად ამ შედეგამდე მივიდოდა . უბრალოდ , მე ეს ბიჭები მეცოდება , ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს დაუმსახურებლად .
ATP 16
17:19 19-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული